დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური “გისსონი” დაფუძნდა 2006 წელს პროფესიონალთა ჯგუფის მიერ.
მის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს გააჩნიათ ამ სფეროში მუშაობის მდიდარი და უნიკალური გამოცდილება. მონაწილეობა აქვთ მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ პროექტში, რომელთა წარმატებულად განხორციელებამ საქართველოს მოუტანა ხელსაყრელი და საიმედო პარტნიორის სახელი.